суббота, 14 января 2023 г.

დამრიგებლის კლასთან შეხვედრის ჩანაწერები N3

 თარიღი: 16.11.2022წ.

კლასი: VII

მოსწავლეთა რაოდენობა: 16

განსახილველი თემა: ,,ჩვენ ტოლერანტები ვართ"

მიზანი: მოსწავლეები ისაუბრებენ სულიერ განსხვავებაზე, ურთიერთპატივისცემაზე, მეგობრობაზე, მიმტევებლობასა და შემწყნარებლობაზე. აიმაღლებენ ცნობიერებას თუ რა არის საზოგადოებისთვის მისაღები და რა არა. ჩამოუყალიბდებათ სწორი დამოკიდებულება.რაც ხელს შეუწყობს ნასწავლი მასალის გამოყენებას, კვლევითი და კრიტიკული უნარების განვითარებას და დემკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას.

მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები აიმაღლებენ ცოდნას და ცნობიერებას ტოლერანტობის შესახებ და ჩამოყალიბდებიან საზოგადოებისათვის სასარგებლო ჩვევებით.

შეხვედრის მიმდინარეობა: 

  1. VII კლასის მოსწავლეები გაიყვნენ 2 ჯგუფად:

I-მა ჯგუფმა წარმოადგინა მრავალეროვანი  და მრავალრელიგიური       ქართლი-რა მეტყველებს ქართლის მოსახლეობის ტოლერანტობაზე?

      მოსწავლეებმა ,,ჩვენი საქართველო“-დან პასუხები გასცეს კითხვებს :

რატომაა ქართლი მრავალეროვანი?

რა ვიცით საქართველოში მცხოვრები ებრაელების შესახებ? 26 საუკუნე როგორ გრძნობენ თავს საქართველოში?

ასირიელების რელიგიური და კულტურული ინდივიდუალიზმი ქართლში?

ოსების და ქართველების კეთილგანწყობილი თანაცხოვრების შესახებ.

სომხები და აზერბაიჯანელები-ეთნიკური უმცირესობა, თუ სრულუფლებიანი თანასწორობა.

II-ჯგუფი-სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის მრავალფეროვნება.

რაბათი-ტოლერანტობის სახე.

დისკუსია: რა არის ტოლერანტობა და რატომაა ღირებული ჩვენთვის?

მოსწავლეებმა აგრეთვე წარმმოადგინეს ნახატები და პოსტერები ტოლერანტობაზე.

  1. VII კლასის მოსწავლეებმა იმსჯელეს თუ რა არის ტოლერანტობა, როგორ უნდა ვითანამშრომლო ჩვენს თემში მცხოვრებ განსხვავებული შეხედულებების, შესაძლებლობების, წარმოშობისადამიანებთან.

რას ნიშნავს მრავალფეროვანი გარემო?

რა დადებითი და უარყოფითი გავლენა აქვს კულტურულ, ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას ქვეყნის განვითარებაზე?

რა გავლენას ახდენს ადამიანთა თანაცხოვრებაზე საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა სტერეოტიპი?

აგრეთვე წარმოადგინეს ესსეები და ნახატები.

  1. VII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ესსეები, პოსტერები, ნახატები.

კედლის გაზეთის შექმნაში სამივე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

ვაჩვენე ვიდეო-,,სამოქალაქო განათლება ყველასათვის“ თანასწორობა და ტოლერანტობა.


                                     
                                 

დამრიგებლის კლასთან შეხვედრის ჩანაწერი N2

 დამრიგებლის კლასთან შეხვედრის ჩანაწერი N2

თარიღი: 21.10.2022წ.

კლასი: VII კლ.

შეხვედრაზე მოსწავლეთა რაოდენობა: 16

განსახილველი თემა: ,,ჩვენი საკლასო პარლამენტი"

მიზანი:მოსწავლეები თვითონ მოიფიქრებენ საკლასო წესებს, იმსჯელებენ, გაანალიზებენ, გამოთქვავენ საკუთარ აზრებს. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ თავისუფალი აზროვნების, კრიტიკული მსჯელობის, პასუხისმგებლობის, სხვისი აზრის პატივისცემის, თანამშრომლობის უნარები.

მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები თავიანთ შედგენილ კანონებს თვითონ შეასრულებენ პასუხისმგებლობით. 

შეხვედრის შედეგი: მოსწავლეებმა თითოეულმა თვითონ დაასახელა მოსწავლის ქცევის წესი:მოსწავლე სკოლაში უნდა გამოცხადდეს დაგვიანების გარეშე, არ შეიძლება გაპარვა, საჭიროების შემთხვევაში, ავადმყოფობის გამო, ოჯახური პირობების გამო მშობელმა უნდა აცნობოს დამრიგებელს გაცდენის მიზეზი, მოსწავლე ვალდებულია დაიცვას სასკოლო ინვენტარი დაზიანებისაგან, გაუფრთხილდეს წიგნებს, ატაროს სასკოლო ჩანტა, სასკოლო ნივთებით, პატივი სცეს თანაკლასელებს, მასწავლებლებს, იზრუნოს ძალადობის და ბულინგის აღმოსაფხვრელად და სხვ. მოსწავლეებმა თავიანთი აზრები დააფიქსირეს დაფაზე, შეაჯამეს, დააჯგუფეს და ჩამოაყალიბეს თავიანთი კანონთა კრებული, შექმნეს პოსტერები, ნახატები და გამოფინეს საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილზე.

მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაციები კანონის მნიშვნელობის შესახებ. გაავლეს პარალელები საკლასო პარლამენტსა და სახელმწიფო პარლამენტს შორის.

დამატებითი ცნობები: ,,საკლასო პარლამენტზე" მუშაობის მასალები ნაწილი გამოიფინა საკლასო ოთახში, ნაწილი ინახება საკლასო ფაილში. 

среда, 11 января 2023 г.

დამრიგებლის კლასთან შეხვედრის ჩანაწერი N 1

თარიღი:      16.09.2023 წ.

შეხვედრა:   1

                    

 შეხვედრაზე მოსწავლეთა რაოდენობა:  16 მოსწავლე, 4-გოგონა, 12-ვაჟი

 განსახილველი თემა: სკოლის შინაგანაწესის გაცნობა. საუბარი პირადი ჰიგიენის                   შესახებ, სასკოლო ოთახის სისუფთავე, სასკოლო ინვენტარის და ავეჯის მოვლა-                         გაფრთხილების შესახებ.

 მიზანი:მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება სკოლის შინაგანაწესის                                            შესრულების, სკოლის მართვაში მონაწილეობა, პირადი ჰიგიენის დაცვა, საკლასო                     ოთახის ჰიგიენა და სკოლის ტერიტორიაზე   ზრუნვა.

 მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები გაეცნობიან სკოლის შინაგანაწესს,                                  ჩაერთვებიან როგორ გავხადოთ სკოლა უსაფრთხო, ისწავლიან პირადი ნივთების                  ჰიგიენის დაცვის აუცილებლობას, სასკოლო ინვენტარის გაფრთხილების                                      აუცილებლობას.

მიღებული გადაწყვეტილება: მოსწავლეებმა გამოხატეს თავიანთი აზრი ჩაცმულობის შესახებ და გადაწყვიტეს- არ ჩაიცვან სკოლაში შეუფერებელი, გამომწვევი სამოსი, აზრი გამოთქვეს და გადაწყვიტეს, იზრუნებენ პირად ჰიგიენაზე, იზრუნებენ სახელმძღვანელოების და სასკოლო ინვენტარის დაცვაზე. სკოლის ტერიტორიაზე, დერეფანში, საპირფარეშოსა და საკლასო ოთახებში დაიცავენ წესრიგს.  

вторник, 10 января 2023 г.

10 დეკემბერი-,, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ‘’

 

მოგესალმებით, სსიპ მიხეილ ცერცვაძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის საჯარო სკოლის VII-X კლასის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ცირა ხუბულაშვილი.

 

,, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ‘’ დღესთან დაკავშირებით მოვაწყვეთ წიგნის კითხვა და ფილმის ნახვა ,,სუადი-ცოცხლად დამწვარი“, ამბავი იორდანიაში.

9 დეკემბერს X კლასის მოსწავლეებთან განვიხილეთ, გავაანალიზეთ ამბავი სუადის შესახებ. გავმართეთ დისკუსია თემაზე: ,, თუ რა არის მიზეზი იმისა რომ ადამიანები გარდაიქმნებიან ბრბოთ და თავიანთ თემის შვილსაც არ ინდობენ?’’

     მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები, დისკრიმინაციის და ძალადობის აღმოსაფხვრელად რა ღონისძიებები უნდა გატარდეს თემში. რომ უცოდინრობით და უმეცრებით ადამიანები ბრბოთ გადაიქცევიან, რომ ბრბო საშიშია. საჭიროა განათლება, ცოდნა, ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი უფლებების შესახებ და სადაც არ უნდა წავიდეს, მას დაიცავ კანონი. სუადი იყო დისკრიმინაციის და ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ის ცნობიერების ამაღლებიტ იქცა სხვა ქალების უფლებების დამცველად. მოსწავლეებმა პარალელები გაავლეს ნოდარ დუმბაძის მარიტასთან, ირანში ქალთა მასობრივ გამოსვლებთან, მოიყვანეს მაგალითები ჩვენს თემში ქალთა მიმართ ძალადობის და გენდერული უთანასწორობის შესახებ.

     12 დეკემბერს მოვაწყვეთ შეხვედრა, სადაც მონაწილეობდნენ VII-X კლასის მოსწავლეები, შსს გორის რაიონული სამმართველოს მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ ნატალია ეჯოშვილთან.

შეხვედრის მიზანი: მოსწავლეებს შორის ადამიანის უფლებების მნიშვნელობის კუთხით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათი პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელსეწყობა.

განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ იმ პრობლემებზე, რომელიც მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს თემში: დისკრიმინაციის და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და გენდერული თანასწორობის წახალისება სამოქალაქო განათლების გზით. 

 

 

  1. აქტივობა: VII კლასის მოსწავლებმა წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა ,,ადამიანის უბლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ შესახებ. გამოიყენეს სახელმძღვანელო ,,მოქალაქეობა“ და მოძიებული ინფორმაცია. წარმოსთქვეს და გაანალიზეს მუხლები, შექმნეს პოსტერები, კედლის გაზეთი, ნახატები. ისაუბრეს ამ დოკუმენტის მნიშვნელობის შესახებ.
  2. აქტივობა: X კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს-,,საქართველო, ისტორიულად ტოლერანტი ქვეყანა, ჩვენმა წინაპრებმა უფრო ადრე დაიწყეს დემოკრატიული ღირებულებების წინა პლანზე წამოწევა. მაგალითად: ილია ჭავჭავაძე, ბარბარე ჯორჯაძე, ვაჟა ფშაველა, სერგეი მესხი, კატო მიქელაძე და სხვა, როგორ დააყენეს გენდერული თანასწორობის პრინციპები, ქალებისთვის განათლების მიცემის მნიშვნელობა, ტოლერანტობაზე და მრავალფეროვნებაზე.
  3. აქტივობა: გამოვიყენე ვიდეო ,,თანასწორობა და დისკრიმინაცია“.
  4. აქტივობა: უბნის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი მოსწავლეებს ესაუბრა, თუ როგორია სტატისტიკა ქვეყანაში და კონკრეტულად ჩვენს თემში გენდერული თანასწორობის პრობლემების და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების, როგორ აისახება ოჯახური ძალადობა ბავშვებზე, რა ღონისძიებები ტარდება ძალადობის და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.
  5. დისკუსია: რატომაა ჩვენთვის თანასწორობის პრინციპების დაცვა?








                                           
                                                 

                                           






                    

пятница, 11 декабря 2020 г.

ქართლის სამეფო

 

ქართლის სამეფო

 

1.

ვინ მართავდა ქართლს მაკედონელის ლაშქრობამდე და რომელ ქალაქში იყო მისი რეზიდენცია?

 

2.

ვინ იყო ქართლის ბოლო მამასახლისი და ვინ მოუღო ბოლო მის მმართველობას?

 

3.

რომელ ქართულ წყაროებშია ცნობები დაცული ქართლის სამეფოს წარმოშობის შესახებ?

 

4.

ვინ იყო აზო ლეონტი მროველის მიხედვით?

 

5.

ვინ მოუღო ბოლო აზოს მმართევოლაბას და ვისი დახმარებით?

 

6.

როდის მეფობდა ფარნავაზი?

 

7.

ვინ იყო ქართლის პირველი მეფე და რა ტიტულს ატარებდა ის?

 

8.

ვინ იყვნენ სეფეწულები?

 

9.

ვინ იყვნენ „ლაოები

 

10.

რომელი ბრძენი გეოგრაფი და ისტორიკოსი ყოფს ქართლის მოსახლეობას ოთხ საზოგადოებრივ ფენად?

 

11.

ვინ გამოუგზავნა სამეფო ნიშნები ქართლის პირველ მეფეს?

 

12.

რა სახის ადმინისტრაციული რეფორმა განახორციელა ფარნავაზმა ქართლში?

 

13.

რა ფუნქცია ეკისრა და რომელ ადმინისტრაციულ ერთეულს მართავდა სპასპეტი?

 

14.

რა ფუნქცია ეკისრათ ქურუმებს?

 

15.

რა სახის რელიგიური რეფორმა გაატარა ფარნავაზმა?

 

16.

ვისი შემოტანილი იყო ქართლში გაცი და გაიმის კერპები?

 

17.

სად იყო ქართლის სამეფოს რეზიდენცია?

 

18.

ვის მიაწერს „ქართლის ცხოვრება“ ქართული ანბანის შექმნას?

 

19.

რა ფუნქცია ეკისრა ერს?

 

სერტიფიკატი