среда, 10 января 2024 г.

სადამრიგებლო პროგრამა II სემესტრი, 2024წ.

 

 სადამრიგებლო პროგრამა

                                      დამრიგებლის  მუშაობის  მიზანი

დამრიგებელი  მოსწავლის  მრჩევლად  მოიაზრება.  მისი  მუშაობა  უნდა  ემყარებოდეს  ზოგადი  განათლების    ეროვნულ  მიზნებს  და  ხელს  უწყობდეს  მოსწავლეებში  გონებრივი და ფიზიკური   უნარების  განვითარებას,  მათ  ჩაბმას  სხვადასხვა  კლუბსა  თუ  წრეში;  ასევე,  უნდა  უწყობდეს  ხელს  მოსწავლეებში  ჯანსაღი  ცხოვრების  წესის  დამკვიდრებასუნდა  უვითარებდეს  ლიბერალურ  და  დემოკრატიულ  ღირებულებებზე  დამყარებულ  სამოქალაქო  ცნობიერებას  და  ეხმარებოდეს  მათ  ოჯახის,  საზოგადოებისა  და  სახელმწიფოს  წინასე  საკუთარი  უფლება - მოვალეობების  გაცნობიერებაში.

დამრიგებლის  მოვალეობები

ყველა  კლასს  თავისი  დამრიგებელი  უნდა  ჰყავდესდამრიგებელი  უნდა  ასწავლიდეს  თავის  სადამრიგებლო  კლასს.

დამრიგებელს  ევალება:

·         სადამრიგებლო  საათის  ჩატარება  თვეში  მინიმუმ  4-ჯერ;

·         მოსწავლის  დახმარება  აკადემიური  თუ  სხვა  პრობლემის  გადაჭრაში;

·         მოსწავლესმშობლებსა  და  მასწავლებლებს  შორის  შუამავლობა  პრობლემების  წარმოქმნის  შემთხვევაში;

·         მშობლებისათვის  შვილის  ყოფაქცევისა  და  აკადემიური  მოსწრების  გაცნობა  თვეში  მინიმუმ  ერთხელ;  საკუთარი  სადამრიგებლო  კლასის  მოსწავლეების  დასწრების  აღრიცხვის  ყოველდღიური  შემოწმება;

·         სასწავლო  წლის  დასაწყისშივე  მოსწავლისა  და  მისი  მშობლების  ინფორმირება  მოსწავლის  მიერ    გაკვეთილების  გაცდენის  შემთხვევაში  მოსალოდნელი  სავარაუდო  შედეგების  შესახებ;

·         სადამრიგებლო  კლასის  მოსწავლის  სხვა  სკოლაში  გადასვლის  შემთხვევაში,  მისი  მიმღები  სკოლისათვის  მოსწავლის  აკადემიური  მოსწრებისა  და  გაკვეთილზე  დასწრების  შესახებ  ინფორმაციის  მიწოდების  უზრუნველყოფა;

·         ამ  გეგმით  გათვალისწინებული  სხვა  ვალდებულებების  შესრულება.

დამრიგებელი  მშობლებს  შვილის  აკადემიური  მოსწრების  და  ყოფაქცევის  საკითხებს  ინდივიდუალური  შეხვედრების  დროს  უნდა  აცნობდეს.  დაუშვებელია  ერთი  მოსწავლის  ყოფაქცევისა  და  აკადემიური  მოსწრების  შესახებ  სხვისი  თანდასწრებით  საუბარი.თუ  მოსწავლე  სკოლას  აცდენს,  დამრიგებელი  ვალდებულია,  გაიგოს  გაცდენის  მიზეზი.დამრგებელი  პერიოდულად  უნდა  ეკითხებოდეს  საგნის  მასწავლებლებს  სადამრიგებლო  კლასში  მოსწავლეების  აკადემიური  მოსწრების,  პიროვნული  პრობლემებისა თუ  ზოგადი  წარმატებების  შესახებსასწავლო  წლის  დასრულებისას  მან  უნდა  გააკეთოს  სადამრიგებლო  კლასის  თითოეული მოსწავლის აკადემიური  მოსწრების , გაკვეთილზე  დასწრების  და  ქცევის  ანალიზი,  რის  საფუძვლეზეც  დაწერს  თითოეული  მოსწავლის მოკლე  დახასიათებას.სადაც  დაწერს:

1.     მოსწავლის  ძლიერ  მხარეებს,  მის  წარმატებებს  როგორც  აკადემიური,  ისე   სოციალური  ურთიერთობების  თვალსაზრისით,  მონაწილეობას  წრეებშისპორტულ  შეჯიბრებებსა   თუ  სხვა  სახის  ღონისძიებებში.

2.     მოსწავლის  აკადემიურიფიზიკური,  ემოციური  და  სოციალური  განვითარებისათვის  მნიშვნელოვან  საკითხებს,   რომელთა  გათვალისწინებით  სასარგებლო  იქნებოდა მოსწავლისათვის. 

                    იმ  შემთხვევაშითუ  მოსწავლის  საშუალო  წლიური  ნიშანი  5.1-ზე  დაბალია,  დამრიგებელი  ვალდებულია,  გააფრთხილოს   მშობელი    და  მოსწავლე  იმის  შესახებრომ აუცილებელია  მნიშვნელოვანი  პროგრესი  მომდევნო   სასწავლო  წლებში (თუ ეს არ არის საფეხურის  ბოლო კლასი), რათა  მოსწავლემ  შეძლოს  საფეხურის  დაძლევა.დამრიგებელი  ვალდებულია  სეხვდეს  დაინტერესებულ  მშობელს   და  მიაწოდოს  ინფორმაცია  მისი შვილის აკადემიური   მოსწრებისქცევისა  და გაცდენების  შესახებ.

                                დამრიგებლის  მუშაობის  პრინციპები

დამრიგებლის  სააღმზრდელო მუშაობა შემდეგ  პრინციპებს  უნდა  ემყარებოდეს:

·         აღზრდის მთლიანობა სააღმზრდელო  მუშაობა  მიმართული  უნდა  იყოს  პიროვნების  ფიზიკურიფსიქიკური,  სოციალური  და  სულიერი  განვითარებისაკენ.  სააღმზრდელო  მუშაობის  მთავარი  პრინციპი  ფიზიკურად  და  ფსიქიკურად  ჯანსაღი  მოქალაქის  აღზრდაა;

·        შემოქმედიაქტიური  პიროვნების  აღზრდა -ყველა  ბავშვი  უნიკალურიაისინი  დაჯილდოებულნი  არიან  განსხვავებული  ნიჭიტა  და  შესაძლებლობებითსესაბამისად,  დამრიგებლის  ფუნქციაა მოსწავლის  შინაგანი  ძალების  აქტივაციადა  მათი ნიჭისა  და  სწესაზლებლობების  გამოვლენისათვის  სათანადო  პირობების  შექმნა;

·         მოსწავლეთა  ჩართულობა ეს  პრინციპი  ხელს  უწყობს მოსწავლეებში  პასუხისმგებლობისა და  ვალდებულების  გრძნობის განვითარებასდამრიგებელმა  მოსწავლეთა  ჩართულობის  ხელშესაწყობად  საშუალება  უნდა  მისცეს  მათ  მონაწილეობა  მიიღონ  აქტივობების (ზეიმებილაშქრობების  და სხვ.)  დაგეგმვასა  და ამ  დროს  წამოჭრილი  პრობლემების  მოგვარებაში.  დამრიგებელმა  მაქსიმალურად  უნდა  გაითვალისწინოს  მოსწავლეთა  ინტერესები.  ამგვარი  ჩართულობა მოსწავლეებს  გამოუმუშავებს  ისეთ  უნარ-ჩვევებსრომლებიც  დაეხმარება  მათ  დამოუკიდებლად  მოაგვარონ  ცხოვრებაში  წამოჭრილი  სირთულეები  და  ხელს  შეუწყობს  თავისუფალი  პიროვნების  ფორმირებას;

·         თანამშრომლობის  პრინციპი -დამრიგებლის ურთიერთობა  მოსწავლეებთან  უნდა  ემყარებოდეს  თანამშრომლობასურთიერთპატივისცემასა  და  ურთიერთნდობას . დამრიგებლის  მუშაობის  მიზანი  უნდა  იყოს  კლასში  თანამშრომლობითი  გარემოს  შექმნა.

                   რეკომენდაცია სადამრიგებლო საათის პროგრამის  განხორციელებისათვის

სადამრიგებლო  საათი ხელს  უწყობს  მოსწავლეების  სოციალურ-პიროვნულ  განვითარებას,  აყალიბებს  ნდობისა  და პატივისცემის  ატმოსფეროს , რაც წარმოადგენს  მოსწავლეებსა  და  მასწავლებელ-დამრიგებელს  შორის  პოზიტიური  ურთიერთობების  საფუძველს.კლასთან  დამრიგებლის  მუშაობა,  სასურველია,  შემდეგი  ფორმით მიმდინარეობდესმოსწავლეებთან  საუბრებიკონკრეტულ  საკითხთან დაკავშირებით  დისკუსიებისვიქტორინებისზეიმებისექსკურსიებისა  და ლაშქრობების  ორგანიზებამოსწავლეთა საჭიროებებიდან  გამომდინარეცნობილ  ადამიანებთან  და  სხვადასხვა  სპეციალისტებთან  თუ  ორგანიზაციის წარმომადგენლებთან  შეხვედრების  მოწყობა.დამრიგებელმა  კლასის  საჭიროებებიდან  გამომდინარე  უნდა დაგეგმოს  შეხვედრები  და ღონისძიებებიშესაძლებელია,  ამ  შეხვედრებს  ჰქონდეს  სისტემატური  ხასიათიდამრიგებელი  უნდა  თანამშრომლობდეს  მოსწავლეთა  მშობლებთან,  საგნის  პედაგოგებტან,  ხელს  უწყობდეს სხვადასხვა  კულტურულ  და  საგანმანათლებლო  დაწესებულებებთან  (მაგბიბლიოთეკებთან,  მუზეუმთან  და სხვ.) ურთიერთობის  დამყარებას.

სადამრიგებლო  სასაუბრო  თემები  მოქცეულია  შემდეგ  ოთხ მიმართულებაში;     1.   პიროვნული  და  მორალური  განვითარება;

  მეპიროვნებასოციუმი ჩემს გარშემოურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან,ტოლერანტობაადამიანთა უფლებებიზოგადასაკაცობრიო ღირებულებები,ეტიკეტითანამშრომლობის მნიშვნელობაცნება -“თანაკლასელი”;  ურთიერთობისას და სწავლის პროცესში წამოჭრილი სირთულეები და მათიმოგვარების გზებიკონფლიქტების აცილებისა და მოგვარების უნარებისგანვითარების აუცილებლობათვითრწმენა – საკუთარ თავსა და ძალებშიდარწმუნებაპატივისცემა – საკუთარი თავისსხვა ადამიანებისროდისვარღვევთ სხვათა უფლებებსროდის ირღვევა ჩვენი უფლებები?

   2.  გარემოსდაცვითი კულტურა  და  ცხოვრების  ჯანსაღი  წესი;
 
პირადიჰიგიენაავადმყოფობის გავრცელების წყაროებისასარგებლო საკვებიდროის ორგანიზებადღის რეჟიმისპორტის მნიშვნელობამავნე ჩვევების საფრთხე.გარემოს და ბუნების მოფრთხილებაჯანსაღი ცხოვრების სტილი – რას ნიშნავსეს?

     3.  უსაფრთხოება  და  მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება;– ჩემიეზოჩემი სკოლაჩემი ქალაქი/სოფელიჩემი სამშობლოისტორია,გამოჩენილი პიროვნებებიმნიშვნელოვანი მოვლენებიტრადიციებიწესები და კანონები.

   4.  თვალსაწიერის  გაფართოება - ხელოვნებისლიტერატურისტექნოლოგიური  და  სამეცნიერო  მიღწევების  მნიშვნელობა;

სადამრიგებლო საუბრები  შესაძლოა  შედგეს  როგორც კლასში/სკოლაშიისე სკოლის გარეთაცმაგექსკურსიაზე  ან მუზეუმის  დათვალიერებისას.

 

 

 

 

 

სადამრიგებლო კლასი

 

 

სსიპ მიხეილ ცერცვაძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის საჯარო სკოლის   VIII კლასის სადამრიგებლო პროგრამა   

 

                             კლასის დამრიგებელი :  ცირა ხუბულაშვილი

 

                               II სემესტრი,  2023 - 2024 სასწ . .

 

N

თემა

მიზანი

შენიშვნა

დრო

1.

კლასსაათი

,,ერთად შევაჯამოთ ჩვენი წარმატებები და წარუმატებლობები“

მოსწავლეები გააკეთებენ Iსემესტრის ანალიზს, კრიტიკულად შეაფასებენ საკუთარ შედეგებს Iსემესტრის მიხედვით.

 

15.01.

2024წ.

14:00სთ.

2.

შეხვედრა მშობლებთან:

,,დიაგნოსტიკური კვლევა“

მშობლები წინასწარ მომზადებულ კითხვებს გასცემენ პასუხს.

მშობლები გააკეთებენ ანალიზს Iსემესტრის შედეგების მიხედვით, კრიტიკულად შეაფასებენ მათი შვილების შეფასებას, რამდენად არიან კმაყოფილი და უკმაყოფილო თავიანთი შვილების შედეგებით.

კვლევა იქნება ანონიმური

18.01.

2024წ.

3.

კვირეული:

,,დავითობა“

მოსწავლეები გამოავლენენ ფაქტობრივ ცოდნას, შემოქმედებით უნარებს, გამართავენ ესსეს კონკურსს. შექმნიან კედლის გაზეთს. წარმოადგენენ წარმოდგენას.

ჩართული იქნებიანVIII კლ. მოსწავლეებთან ერთად IX, XI კლ.მოსწავლეები

01.02.-

08.01.

2024წ.

4.

,,25 თებერვალი“-საქართველოს ტრაგიკული ისტორია.

მოსწავლეები წარმოადგენენ ისტორიულ ქრონიკებს, როგოე დაკარგა საქართველომ დამოუკიდებლობა 1921 წ. 25 თებერვალს.

 

23.02.

2024წ.

5.

,,3 მარტი-დედის დღე“

შემოქმედებითი ღონისძიება

მოსწავლეები  წარმოადგენენ ,,დედა-სიცოცხლის დიდო საწყისო.“

მოიწვევენ დედებს

04.03.

2024წ.

6.

8 მარტი-ქალთა საერთაშორისო დღე

 

მოსწავლეები გაანალიზებენ და კრიტიკულად იმსჯელებენ გენდერულ ბალანსზე.

 

07.03.

2024წ.

7.

,,როგორ გავხდე აქტიური’’ მოქალაქე, ვითანამშრომლოთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან.

მოსწავლეები აწარმოებენ კვლევას თემის განვითარების მიზნით

გრძელდება

2 კვირა

15.03.

2024წ.

8

,,მდგრადი განვითარების მიზნები“-ესსეს კონკურსი

მოსწავლეები წარმოადგენენ 17 მიზანს, იმსჯელებენ მის მნიშვნელობაზე.

 

09.04.

2024წ.

9.

,,დედა ენის“ დღე

მოსწავლეების მხატვრულ-შემოქმედებითი განვითარება

 

15.04.

2024წ.

10.

,,მდგრადი განვითარების მიზნები“-ესსეს კონკურსი

მოსწავლეები წარმოადგენენ 17 მიზანს, იმსჯელებენ მის მნიშვნელობაზე.

 

22.04.

2024წ.

11.

ექსკურსია გორის სერგი მაკალათიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

მოსწავლეები არტეფაქტებიზე დაყრდნობით გააცოცხლებენ უძველეს რწმენა-წარმოდგენებს, ტრადიციებს და კულტურას.

 

26.04.

2024წ.

12.

9 მაისი ფაშიზმის დამარცხების დღე-ექსკურსია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობითვის ბრძოლაში დაღუპულთა დიდების მუზეუმში.

მოსწავლეები გაეცნობიან IIმსოფლიო ომის მასალებს, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, 2008 წლის აგვისტოს ომის მასალებს.

 

09.05.

2024წ.

 

 

 

 

 

 

 

 

13.

26 მაისი- საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

მოსწავლეები გააცოცხლებენ საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვან დღეებს.

 

24.05.

2024წ.

14.

1 აპრილი ბავშვთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე

 

 

 

15.

ექსკურსია ,,ვარძია-საფარა-რაბათი“

საგანმანათლებლო დანიშნულების

 

08.06.

2024წ.