თარიღი: 27.11.2022წ.
მშობლების რაოდენობა: 13 მშობელი
განსახილველი თემა: მოსწავლის პიროვნული და სოციალური განვითარება
მიზანი: მშობლები აიმაღლებენ ცნობიერებას მოსწავლეების პიროვნული და სოციალური განვითარები თვალსაზრისით. ითანამშრომლებენ ერთმანეთთან, ჩამოუყალიბდებათ სწორი დამოკიდებულება თავიანთი შვილების ქცევის მართვისადმი.
შეხვედრის მიმდინარეობა: დამრიგებელმა, გავაცანი ჩვენი შეხვედრის მიზანი, როგორ ვმართოთ ჩვენი ურთიერთობები მოზარდებთან რთული სიტუაციიების შემთხვევაში.
ხშირად მშობლები და მასწავლებლები გარდამავალი ასაკის მთავარ სირთულედ მიიჩნევენ კონფლიქტს მშობლებთან და სხვა უფროსებთან, რომლებიც მოზარდთა დამოუკიდებლობისა და ავტონომიისკენ სწრაფვას ეწინააღმდეგებიან. ჩვენი მოსწავლეების უმრავლესობა მშობლებთან და უფროსებთან გაწონასწორებულ ქცევას ავლენს, თუმცა სირთულეებიც ვლინდება.
ამის მიზეზად მშობლები ასახელებენ ტელეფონზე დამოკიდებულებას, გარემოს სადაც მოსწავლეები დიდ დროს ატარებენ. მთავარია ის, რომ მშობლები საკმაოდ სიფრთხილით აკვირდებიან თავიანთი შვილების ქცევას, ამბობენ, გარდამტეხი ასაკი რთულია, ამიტომ გაგებით უნდა მოვეკიდოთ მოზარდებთან ურთიერთობებს.
მშობლების უმრავლესობა პატივს სცემს შვილების არჩევანს, თვლიან, რომ მათი პიროვნული და სოციალური განვითარებისთვის ოჯახი და სკოლა ერთობლივად ბევრს გააკეთებს, რათა ისინი აღიზარდნონ საზოგადოებისათვის სასარგებლო მოქალაქეები.
ყურადრება გავამახვილეთ იმ პროცესზე, რომ პიროვნული დამოუკიდებლობა, პირველ რიგში, იდენტობის ჩამოყალიბება, ანუ თვითგამორკვევა, ხანგრძლივი, რთული და ზოგჯერ არც თუ ისე უმტკივნეულო პროცესია. მოზარდის წინაშე რთული ამოცანა დგება: მოსწავლემ საბაზო საფეხურზე უკვე უნდა შეაფასოს საკუთარი თავი, თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და წინააღმდეგობები.
გარდამავალ პერიოდში განსაკუთრებით იზრდება თანატოლთა ჯგუფების მნიშვნელობა. ფიზიკური, ემოციური და სოციალური ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად მათ თანაგრძნობა და მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ამას კი ბუნებრივია, იმათთან ეძებენ, ვისაც მსგავსი განცდები და პრობლემები აქვთ, ანუ თანატოლებთან.
თანატოლთა წრე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოზარდის სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაში. ამ წრეში არსებული თანასწორუფლებიანი ურთიერთობები ხელს უწყობს სოციალური კომპეტენციის ჩამოყალიბებას. ისინი ითვისებენ თანატოლთა მიმართ სოლიდარობას. ითვისებენ ერთმანეთისაგან ვარცხნილობას, ჩაცმულობას, რაც ხშირად უფროსების გაღიზიანებას იწვევს.
იდენტობის ჩამოალიბებაში ოჯახს და სკოლას უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. მშობლების ძირითადი ამოცანები, ერთი შეხედვით პარადოქსულია,. მშობლები, რომლებიც კარგად ართმევენ თავს თავიანთ ფუნქციებს, ერთი მხრივ, უქმნიან მოზარდებს დაცულობას და მხარდაჭერის ატმოსფეროს. მოზარდი გრძნობს, რომ ის უყვართ ისეთი, როგორიც არის, ხოლო მეორე მხრივ, იგივე მშობლები ხელს უწყობენ მოზარდის ჩამოყალიბებას დამოუკიდებელ,ქმედითუნარიან პიროვნებად.
ასევე არის სკოლის, კონკრეტულად კლასის, თანაკლასელების და მასწავლებლების როლი მოსწავლის ჩამოყალიბებაში. ჩვენ მასწავლებლები უნდა ყოველთვის ვაკვირდებოდეთ თითოეული მოსწავლის ქცევას და უნდა ვაკეთებდეთ უკუკავშირს, დადებითი შედეგისთვის, რათა გაიზარდოს მოსწავლის ნდობა მასწავლებლისადმი, მოტივაცია განვითარებისათვის.
სწორედ უსაფრთხო, მზრუნველ გარემოში არის შესაძლებელი დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბება.
Комментариев нет:
Отправить комментарий