понедельник, 16 января 2023 г.

მშობლებთან შეხვედრის ჩანაწერი N 2

 თარიღი: 27.11.2022წ.

მშობლების რაოდენობა: 13 მშობელი

განსახილველი თემა: მოსწავლის პიროვნული და სოციალური განვითარება

მიზანი: მშობლები აიმაღლებენ ცნობიერებას მოსწავლეების პიროვნული და სოციალური განვითარები თვალსაზრისით. ითანამშრომლებენ ერთმანეთთან, ჩამოუყალიბდებათ სწორი დამოკიდებულება თავიანთი შვილების ქცევის მართვისადმი.


შეხვედრის მიმდინარეობა: დამრიგებელმა, გავაცანი ჩვენი შეხვედრის მიზანი, როგორ ვმართოთ ჩვენი ურთიერთობები მოზარდებთან რთული სიტუაციიების შემთხვევაში.

ხშირად მშობლები და მასწავლებლები გარდამავალი ასაკის მთავარ სირთულედ მიიჩნევენ კონფლიქტს მშობლებთან და სხვა  უფროსებთან, რომლებიც მოზარდთა დამოუკიდებლობისა და ავტონომიისკენ სწრაფვას ეწინააღმდეგებიან. ჩვენი მოსწავლეების უმრავლესობა მშობლებთან და უფროსებთან გაწონასწორებულ ქცევას ავლენს, თუმცა სირთულეებიც ვლინდება. 

ამის მიზეზად მშობლები ასახელებენ ტელეფონზე დამოკიდებულებას, გარემოს სადაც მოსწავლეები დიდ დროს ატარებენ. მთავარია ის, რომ მშობლები საკმაოდ სიფრთხილით აკვირდებიან თავიანთი შვილების ქცევას, ამბობენ, გარდამტეხი ასაკი რთულია, ამიტომ გაგებით უნდა მოვეკიდოთ მოზარდებთან ურთიერთობებს. 

მშობლების უმრავლესობა პატივს სცემს შვილების არჩევანს, თვლიან, რომ მათი პიროვნული და სოციალური  განვითარებისთვის ოჯახი და სკოლა ერთობლივად ბევრს გააკეთებს, რათა ისინი აღიზარდნონ საზოგადოებისათვის სასარგებლო მოქალაქეები. 

ყურადრება გავამახვილეთ იმ პროცესზე, რომ პიროვნული დამოუკიდებლობა, პირველ რიგში, იდენტობის ჩამოყალიბება, ანუ თვითგამორკვევა, ხანგრძლივი, რთული და ზოგჯერ არც თუ ისე უმტკივნეულო პროცესია. მოზარდის წინაშე რთული ამოცანა დგება: მოსწავლემ საბაზო საფეხურზე უკვე უნდა შეაფასოს საკუთარი თავი, თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და წინააღმდეგობები.

გარდამავალ პერიოდში განსაკუთრებით იზრდება თანატოლთა ჯგუფების მნიშვნელობა. ფიზიკური, ემოციური და სოციალური ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად მათ თანაგრძნობა და მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ამას კი ბუნებრივია, იმათთან ეძებენ, ვისაც მსგავსი განცდები და პრობლემები აქვთ, ანუ თანატოლებთან. 

თანატოლთა წრე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოზარდის სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაში. ამ წრეში არსებული თანასწორუფლებიანი ურთიერთობები ხელს უწყობს სოციალური კომპეტენციის ჩამოყალიბებას. ისინი ითვისებენ თანატოლთა მიმართ სოლიდარობას. ითვისებენ ერთმანეთისაგან ვარცხნილობას, ჩაცმულობას, რაც ხშირად უფროსების გაღიზიანებას იწვევს.

იდენტობის ჩამოალიბებაში ოჯახს და სკოლას უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. მშობლების ძირითადი ამოცანები, ერთი შეხედვით პარადოქსულია,. მშობლები, რომლებიც კარგად ართმევენ თავს თავიანთ ფუნქციებს, ერთი მხრივ, უქმნიან მოზარდებს დაცულობას და მხარდაჭერის ატმოსფეროს. მოზარდი გრძნობს, რომ ის უყვართ ისეთი, როგორიც არის, ხოლო მეორე მხრივ, იგივე მშობლები ხელს უწყობენ მოზარდის ჩამოყალიბებას დამოუკიდებელ,ქმედითუნარიან პიროვნებად.

ასევე არის სკოლის, კონკრეტულად კლასის, თანაკლასელების და მასწავლებლების როლი მოსწავლის ჩამოყალიბებაში. ჩვენ მასწავლებლები უნდა ყოველთვის ვაკვირდებოდეთ თითოეული მოსწავლის ქცევას და უნდა ვაკეთებდეთ უკუკავშირს, დადებითი შედეგისთვის, რათა გაიზარდოს მოსწავლის ნდობა მასწავლებლისადმი, მოტივაცია განვითარებისათვის.

სწორედ უსაფრთხო, მზრუნველ გარემოში არის შესაძლებელი დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბება.

воскресенье, 15 января 2023 г.

მშობლებთან შეხვედრის ჩანაწერები N1

 22.09.2022წ.

კლასი VII

მშობელი: 14 მშობელი

განსახილველი თემა: სკოლის შინაგანაწესის განხილვა

მიზანი: მშობლების ინფორმირებულობა სკოლის შინაგანაწესის შესახებ, ცნობიერების ამაღლება, თუ როგორ ჩაერთვნენ სასწავლო პროცესებში, მშობლების მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში, უფლებამოსილება და მოვალეობა.

მოსალოდნელი შედეგი: მშობლები ჩაერთვებიან სკოლის თვითმმართველობაში, რათა სკოლაში სასწავლო პროცესები იყოს გამჭვირვალე და სკოლა იყოს უსაფრთხო, გათვალისწინებული იყოს მოსწავლის და მშობლის ინტერესები.

შეხვედრის მიმდინარეობა: კლასის დამრიგებელმა-მშობლებს გავაცანი სკოლის შინაგანაწესი.

მშობლები გავყავი 3 ჯგუფად, ჯგუფებში გაეცვნენ დებულებებს, ერთმანეთს გაუზიარეს აზრი, შემდეგ თითოეულმა ჯგუფმა გააკეტა პრეზენტაცია, რა საკითხით დაინტერესდნენ, დასვეს კითხვები, შემდეგ გაიმართა

  დისკუსია: როგორ ჩავერთოთ ჩვენი სკოლის მართვაში დემოკრატიული გარემოს შესაქმნელად?

დასკვნა: მშობლები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სკოლის დემოკრატიული მართვის სისტემა გულისხმობს მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების, თემის და სასკოლო საზოგადოების სხვადასხვა ინტერესდა ჯგუფის აქტიურ ჩართვას სკოლის ცხოვრებასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შემუშავებაში, ასევე, მართვის პროცესში მათთვის გარკვეული უფლებების მინიჭებას.

საქართველოს საჯარო სკოლებში თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო არის სკოლის სამეურვეო საბჭო. სამეურვეო საბჭოში მშობლებისა და პედაგოგების არჩევა ხდება 3 წლით. აგრეთვე საშუალო საფეხურის მოსწავლის. რომელთაც აქვთ თანაბარი ხმის უფლება გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მშობელი მონაწილეობს აგრეთვე დისციპლინარული კომიტეტი გადაწყვეტილებაში.

მშობლებმა მოიწონეს სკოლის მართვის განაწესი. კმაყოფილება გამოთქვეს, რადგან მათ შვილებს საშუალება ეძლევათ ისწავლონ დემოკრატიულ ღირებულებებზე.

თუმცა რამდენიმე მშობელმა დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება, რასაც განიხილავს სამეურვეო სამჭო.




суббота, 14 января 2023 г.

დამრიგებლის კლასთან შეხვედრის ჩანაწერებიN5

კლასი: VII კლ.

შეხვედრაზე მოსწავლეთა რაოდენობა15

განსახილველი თემა: ,,10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის დღეა"      

 შეხვედრის მიზანი: მოსწავლეებს შორის ადამიანის უფლებების მნიშვნელობის კუთხით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათი პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელსეწყობა.

შეხვედრის შედეგები,, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ‘’ დღესთან დაკავშირებით მოვაწყვეთ წიგნის კითხვა და ფილმის ნახვა ,,სუადი-ცოცხლად დამწვარი“, ამბავი იორდანიაში.

 კლასის მოსწავლეებთან განვიხილეთ, გავაანალიზეთ ამბავი სუადის შესახებ. გავმართეთ დისკუსია თემაზე: ,, თუ რა არის მიზეზი იმისა რომ ადამიანები გარდაიქმნებიან ბრბოთ და თავიანთ თემის შვილსაც არ ინდობენ?’’

     მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები, დისკრიმინაციის და ძალადობის აღმოსაფხვრელად რა ღონისძიებები უნდა გატარდეს თემში. რომ უცოდინრობით და უმეცრებით ადამიანები ბრბოთ გადაიქცევიან, რომ ბრბო საშიშია. საჭიროა განათლება, ცოდნა, ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი უფლებების შესახებ და სადაც არ უნდა წავიდეს, მას დაიცავ კანონი. სუადი იყო დისკრიმინაციის და ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ის ცნობიერების ამაღლებით იქცა სხვა ქალების უფლებების დამცველად. მოსწავლეებმა პარალელები გაავლეს ნოდარ დუმბაძის მარიტასთან, ირანში ქალთა მასობრივ გამოსვლებთან, მოიყვანეს მაგალითები ჩვენს თემში ქალთა მიმართ ძალადობის და გენდერული უთანასწორობის შესახებ.

     12 დეკემბერს მოვაწყვეთ შეხვედრა, სადაც მონაწილეობდნენ VII-X კლასის მოსწავლეები, შსს გორის რაიონული სამმართველოს მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ ნატალია ეჯოშვილთან.

განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ იმ პრობლემებზე, რომელიც მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს თემში: დისკრიმინაციის  და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და გენდერული თანასწორობის წახალისება სამოქალაქო განათლების გზით.

 1.აქტივობა: VII კლასის მოსწავლებმა წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა ,,ადამიანის უბლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ შესახებ. გამოიყენეს სახელმძღვანელო ,,მოქალაქეობა“ და მოძიებული ინფორმაცია. წარმოსთქვეს და გაანალიზეს მუხლები, შექმნეს პოსტერები, კედლის გაზეთი, ნახატები. ისაუბრეს ამ დოკუმენტის მნიშვნელობის შესახებ.

2.აქტივობა: გამოვიყენე ვიდეო ,,თანასწორობა და დისკრიმინაცია“.

3.აქტივობა: უბნის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი მოსწავლეებს ესაუბრა, თუ როგორია სტატისტიკა ქვეყანაში და კონკრეტულად ჩვენს თემში გენდერული თანასწორობის პრობლემების და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების, როგორ აისახება ოჯახური ძალადობა ბავშვებზე, რა ღონისძიებები ტარდება ძალადობის და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.


4.დისკუსია: რატომაა ჩვენთვის თანასწორობის პრინციპების დაცვა?



 


დამრიგებლის კლასთან შეხვედრის ჩანაწერი N4

 

კლასი: VII კლ.

შეხვედრაზე მოსწავლეთა რაოდენობა15

განსახილველი თემარა არის ბულინგი?       

მიზანიმოსწავლეებისთვის ბულინგის საფრთხეების გაცნობიერება და ბულინგის საფრთხეების თავიდან აცილება.

 

მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები გაეცნობიან ძალადობის შემთხვევებს, იმსჯელებენ გამომწვევ მიზეზებზე, კრიტიკულად შეაფასებენ, გამოთქვავენ საკუთარ აზრს, მათ განუვითარდებათ კრიტიკული და ანალიტიკური უნარები, აიმაღლებენ ცოდნას და ცნობიერებას.

 

შეხვედრის შედეგები

მოსწავლეებს შევთავაზე სადისკუსიო თემები: რას ნიშნავს ბულინგი? რამდენად ხშირია ბულინგი ჩვენს სკოლაში? ვინ შეიძლება იყოს ბულინგის მსხვერპლი

როგორ შეგვიძლია ჩვენს მიმართ ძალადობის შეჩერება? ვის მივმართავთ ასეთ დროს

ვსაუბრობთ ამგვარ საკითხებზე მშობლებთან? მეგობრებთან? მასწავლებლებთან?

როგორ უნდა აღმოვფხვრათ ძალადობა?

დამრიგებელმა გავაცანი მოსწავლეებს ძალადობის ფორმები ლექციური მეთოდით. ვაჩვენე ვიდეო ძალადობის შესახებ

კლასი გავყავი ორ ჯგუფად, თითოეულმა ჯგუფმა განიხილა სიტუაციური ამოცანა. შემდეგ მოაწყეს პრეზენტაცია.

გავმართეთ დისკუსია -რას ურჩევდით სიტუაციის გმირებს?

რატომ არიან მოძალადეები? რატომ ხდებიან ადამიანები ძალადობის მსხვერპლი

ჯგუფებმა როლებში განასახიერეს ბულინგის მაგალითები.

გადაიღეს 3წთ-იანი ვიდეო

 

დამრიგებლის კლასთან შეხვედრის ჩანაწერები N3

 თარიღი: 16.11.2022წ.

კლასი: VII

მოსწავლეთა რაოდენობა: 16

განსახილველი თემა: ,,ჩვენ ტოლერანტები ვართ"

მიზანი: მოსწავლეები ისაუბრებენ სულიერ განსხვავებაზე, ურთიერთპატივისცემაზე, მეგობრობაზე, მიმტევებლობასა და შემწყნარებლობაზე. აიმაღლებენ ცნობიერებას თუ რა არის საზოგადოებისთვის მისაღები და რა არა. ჩამოუყალიბდებათ სწორი დამოკიდებულება.რაც ხელს შეუწყობს ნასწავლი მასალის გამოყენებას, კვლევითი და კრიტიკული უნარების განვითარებას და დემკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას.

მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები აიმაღლებენ ცოდნას და ცნობიერებას ტოლერანტობის შესახებ და ჩამოყალიბდებიან საზოგადოებისათვის სასარგებლო ჩვევებით.

შეხვედრის მიმდინარეობა: 

  1. VII კლასის მოსწავლეები გაიყვნენ 2 ჯგუფად:

I-მა ჯგუფმა წარმოადგინა მრავალეროვანი  და მრავალრელიგიური       ქართლი-რა მეტყველებს ქართლის მოსახლეობის ტოლერანტობაზე?

      მოსწავლეებმა ,,ჩვენი საქართველო“-დან პასუხები გასცეს კითხვებს :

რატომაა ქართლი მრავალეროვანი?

რა ვიცით საქართველოში მცხოვრები ებრაელების შესახებ? 26 საუკუნე როგორ გრძნობენ თავს საქართველოში?

ასირიელების რელიგიური და კულტურული ინდივიდუალიზმი ქართლში?

ოსების და ქართველების კეთილგანწყობილი თანაცხოვრების შესახებ.

სომხები და აზერბაიჯანელები-ეთნიკური უმცირესობა, თუ სრულუფლებიანი თანასწორობა.

II-ჯგუფი-სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის მრავალფეროვნება.

რაბათი-ტოლერანტობის სახე.

დისკუსია: რა არის ტოლერანტობა და რატომაა ღირებული ჩვენთვის?

მოსწავლეებმა აგრეთვე წარმმოადგინეს ნახატები და პოსტერები ტოლერანტობაზე.

  1. VII კლასის მოსწავლეებმა იმსჯელეს თუ რა არის ტოლერანტობა, როგორ უნდა ვითანამშრომლო ჩვენს თემში მცხოვრებ განსხვავებული შეხედულებების, შესაძლებლობების, წარმოშობისადამიანებთან.

რას ნიშნავს მრავალფეროვანი გარემო?

რა დადებითი და უარყოფითი გავლენა აქვს კულტურულ, ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას ქვეყნის განვითარებაზე?

რა გავლენას ახდენს ადამიანთა თანაცხოვრებაზე საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა სტერეოტიპი?

აგრეთვე წარმოადგინეს ესსეები და ნახატები.

  1. VII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ესსეები, პოსტერები, ნახატები.

კედლის გაზეთის შექმნაში სამივე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

ვაჩვენე ვიდეო-,,სამოქალაქო განათლება ყველასათვის“ თანასწორობა და ტოლერანტობა.


                                     
                                 

დამრიგებლის კლასთან შეხვედრის ჩანაწერი N2

 დამრიგებლის კლასთან შეხვედრის ჩანაწერი N2

თარიღი: 21.10.2022წ.

კლასი: VII კლ.

შეხვედრაზე მოსწავლეთა რაოდენობა: 16

განსახილველი თემა: ,,ჩვენი საკლასო პარლამენტი"

მიზანი:მოსწავლეები თვითონ მოიფიქრებენ საკლასო წესებს, იმსჯელებენ, გაანალიზებენ, გამოთქვავენ საკუთარ აზრებს. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ თავისუფალი აზროვნების, კრიტიკული მსჯელობის, პასუხისმგებლობის, სხვისი აზრის პატივისცემის, თანამშრომლობის უნარები.

მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები თავიანთ შედგენილ კანონებს თვითონ შეასრულებენ პასუხისმგებლობით. 

შეხვედრის შედეგი: მოსწავლეებმა თითოეულმა თვითონ დაასახელა მოსწავლის ქცევის წესი:მოსწავლე სკოლაში უნდა გამოცხადდეს დაგვიანების გარეშე, არ შეიძლება გაპარვა, საჭიროების შემთხვევაში, ავადმყოფობის გამო, ოჯახური პირობების გამო მშობელმა უნდა აცნობოს დამრიგებელს გაცდენის მიზეზი, მოსწავლე ვალდებულია დაიცვას სასკოლო ინვენტარი დაზიანებისაგან, გაუფრთხილდეს წიგნებს, ატაროს სასკოლო ჩანტა, სასკოლო ნივთებით, პატივი სცეს თანაკლასელებს, მასწავლებლებს, იზრუნოს ძალადობის და ბულინგის აღმოსაფხვრელად და სხვ. მოსწავლეებმა თავიანთი აზრები დააფიქსირეს დაფაზე, შეაჯამეს, დააჯგუფეს და ჩამოაყალიბეს თავიანთი კანონთა კრებული, შექმნეს პოსტერები, ნახატები და გამოფინეს საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილზე.

მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაციები კანონის მნიშვნელობის შესახებ. გაავლეს პარალელები საკლასო პარლამენტსა და სახელმწიფო პარლამენტს შორის.

დამატებითი ცნობები: ,,საკლასო პარლამენტზე" მუშაობის მასალები ნაწილი გამოიფინა საკლასო ოთახში, ნაწილი ინახება საკლასო ფაილში. 

среда, 11 января 2023 г.

დამრიგებლის კლასთან შეხვედრის ჩანაწერი N 1

თარიღი:      16.09.2023 წ.

შეხვედრა:   1

                    

 შეხვედრაზე მოსწავლეთა რაოდენობა:  16 მოსწავლე, 4-გოგონა, 12-ვაჟი

 განსახილველი თემა: სკოლის შინაგანაწესის გაცნობა. საუბარი პირადი ჰიგიენის                   შესახებ, სასკოლო ოთახის სისუფთავე, სასკოლო ინვენტარის და ავეჯის მოვლა-                         გაფრთხილების შესახებ.

 მიზანი:მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება სკოლის შინაგანაწესის                                            შესრულების, სკოლის მართვაში მონაწილეობა, პირადი ჰიგიენის დაცვა, საკლასო                     ოთახის ჰიგიენა და სკოლის ტერიტორიაზე   ზრუნვა.

 მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები გაეცნობიან სკოლის შინაგანაწესს,                                  ჩაერთვებიან როგორ გავხადოთ სკოლა უსაფრთხო, ისწავლიან პირადი ნივთების                  ჰიგიენის დაცვის აუცილებლობას, სასკოლო ინვენტარის გაფრთხილების                                      აუცილებლობას.

მიღებული გადაწყვეტილება: მოსწავლეებმა გამოხატეს თავიანთი აზრი ჩაცმულობის შესახებ და გადაწყვიტეს- არ ჩაიცვან სკოლაში შეუფერებელი, გამომწვევი სამოსი, აზრი გამოთქვეს და გადაწყვიტეს, იზრუნებენ პირად ჰიგიენაზე, იზრუნებენ სახელმძღვანელოების და სასკოლო ინვენტარის დაცვაზე. სკოლის ტერიტორიაზე, დერეფანში, საპირფარეშოსა და საკლასო ოთახებში დაიცავენ წესრიგს.  

вторник, 10 января 2023 г.

10 დეკემბერი-,, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ‘’

 

მოგესალმებით, სსიპ მიხეილ ცერცვაძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის საჯარო სკოლის VII-X კლასის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ცირა ხუბულაშვილი.

 

,, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ‘’ დღესთან დაკავშირებით მოვაწყვეთ წიგნის კითხვა და ფილმის ნახვა ,,სუადი-ცოცხლად დამწვარი“, ამბავი იორდანიაში.

9 დეკემბერს X კლასის მოსწავლეებთან განვიხილეთ, გავაანალიზეთ ამბავი სუადის შესახებ. გავმართეთ დისკუსია თემაზე: ,, თუ რა არის მიზეზი იმისა რომ ადამიანები გარდაიქმნებიან ბრბოთ და თავიანთ თემის შვილსაც არ ინდობენ?’’

     მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები, დისკრიმინაციის და ძალადობის აღმოსაფხვრელად რა ღონისძიებები უნდა გატარდეს თემში. რომ უცოდინრობით და უმეცრებით ადამიანები ბრბოთ გადაიქცევიან, რომ ბრბო საშიშია. საჭიროა განათლება, ცოდნა, ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი უფლებების შესახებ და სადაც არ უნდა წავიდეს, მას დაიცავ კანონი. სუადი იყო დისკრიმინაციის და ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ის ცნობიერების ამაღლებიტ იქცა სხვა ქალების უფლებების დამცველად. მოსწავლეებმა პარალელები გაავლეს ნოდარ დუმბაძის მარიტასთან, ირანში ქალთა მასობრივ გამოსვლებთან, მოიყვანეს მაგალითები ჩვენს თემში ქალთა მიმართ ძალადობის და გენდერული უთანასწორობის შესახებ.

     12 დეკემბერს მოვაწყვეთ შეხვედრა, სადაც მონაწილეობდნენ VII-X კლასის მოსწავლეები, შსს გორის რაიონული სამმართველოს მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ ნატალია ეჯოშვილთან.

შეხვედრის მიზანი: მოსწავლეებს შორის ადამიანის უფლებების მნიშვნელობის კუთხით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათი პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელსეწყობა.

განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ იმ პრობლემებზე, რომელიც მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს თემში: დისკრიმინაციის და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და გენდერული თანასწორობის წახალისება სამოქალაქო განათლების გზით. 

 

 

  1. აქტივობა: VII კლასის მოსწავლებმა წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა ,,ადამიანის უბლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ შესახებ. გამოიყენეს სახელმძღვანელო ,,მოქალაქეობა“ და მოძიებული ინფორმაცია. წარმოსთქვეს და გაანალიზეს მუხლები, შექმნეს პოსტერები, კედლის გაზეთი, ნახატები. ისაუბრეს ამ დოკუმენტის მნიშვნელობის შესახებ.
  2. აქტივობა: X კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს-,,საქართველო, ისტორიულად ტოლერანტი ქვეყანა, ჩვენმა წინაპრებმა უფრო ადრე დაიწყეს დემოკრატიული ღირებულებების წინა პლანზე წამოწევა. მაგალითად: ილია ჭავჭავაძე, ბარბარე ჯორჯაძე, ვაჟა ფშაველა, სერგეი მესხი, კატო მიქელაძე და სხვა, როგორ დააყენეს გენდერული თანასწორობის პრინციპები, ქალებისთვის განათლების მიცემის მნიშვნელობა, ტოლერანტობაზე და მრავალფეროვნებაზე.
  3. აქტივობა: გამოვიყენე ვიდეო ,,თანასწორობა და დისკრიმინაცია“.
  4. აქტივობა: უბნის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი მოსწავლეებს ესაუბრა, თუ როგორია სტატისტიკა ქვეყანაში და კონკრეტულად ჩვენს თემში გენდერული თანასწორობის პრობლემების და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების, როგორ აისახება ოჯახური ძალადობა ბავშვებზე, რა ღონისძიებები ტარდება ძალადობის და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.
  5. დისკუსია: რატომაა ჩვენთვის თანასწორობის პრინციპების დაცვა?