вторник, 10 января 2023 г.

10 დეკემბერი-,, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ‘’

 

მოგესალმებით, სსიპ მიხეილ ცერცვაძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის საჯარო სკოლის VII-X კლასის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ცირა ხუბულაშვილი.

 

,, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ‘’ დღესთან დაკავშირებით მოვაწყვეთ წიგნის კითხვა და ფილმის ნახვა ,,სუადი-ცოცხლად დამწვარი“, ამბავი იორდანიაში.

9 დეკემბერს X კლასის მოსწავლეებთან განვიხილეთ, გავაანალიზეთ ამბავი სუადის შესახებ. გავმართეთ დისკუსია თემაზე: ,, თუ რა არის მიზეზი იმისა რომ ადამიანები გარდაიქმნებიან ბრბოთ და თავიანთ თემის შვილსაც არ ინდობენ?’’

     მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები, დისკრიმინაციის და ძალადობის აღმოსაფხვრელად რა ღონისძიებები უნდა გატარდეს თემში. რომ უცოდინრობით და უმეცრებით ადამიანები ბრბოთ გადაიქცევიან, რომ ბრბო საშიშია. საჭიროა განათლება, ცოდნა, ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი უფლებების შესახებ და სადაც არ უნდა წავიდეს, მას დაიცავ კანონი. სუადი იყო დისკრიმინაციის და ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ის ცნობიერების ამაღლებიტ იქცა სხვა ქალების უფლებების დამცველად. მოსწავლეებმა პარალელები გაავლეს ნოდარ დუმბაძის მარიტასთან, ირანში ქალთა მასობრივ გამოსვლებთან, მოიყვანეს მაგალითები ჩვენს თემში ქალთა მიმართ ძალადობის და გენდერული უთანასწორობის შესახებ.

     12 დეკემბერს მოვაწყვეთ შეხვედრა, სადაც მონაწილეობდნენ VII-X კლასის მოსწავლეები, შსს გორის რაიონული სამმართველოს მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ ნატალია ეჯოშვილთან.

შეხვედრის მიზანი: მოსწავლეებს შორის ადამიანის უფლებების მნიშვნელობის კუთხით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათი პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელსეწყობა.

განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ იმ პრობლემებზე, რომელიც მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს თემში: დისკრიმინაციის და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და გენდერული თანასწორობის წახალისება სამოქალაქო განათლების გზით. 

 

 

  1. აქტივობა: VII კლასის მოსწავლებმა წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა ,,ადამიანის უბლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ შესახებ. გამოიყენეს სახელმძღვანელო ,,მოქალაქეობა“ და მოძიებული ინფორმაცია. წარმოსთქვეს და გაანალიზეს მუხლები, შექმნეს პოსტერები, კედლის გაზეთი, ნახატები. ისაუბრეს ამ დოკუმენტის მნიშვნელობის შესახებ.
  2. აქტივობა: X კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს-,,საქართველო, ისტორიულად ტოლერანტი ქვეყანა, ჩვენმა წინაპრებმა უფრო ადრე დაიწყეს დემოკრატიული ღირებულებების წინა პლანზე წამოწევა. მაგალითად: ილია ჭავჭავაძე, ბარბარე ჯორჯაძე, ვაჟა ფშაველა, სერგეი მესხი, კატო მიქელაძე და სხვა, როგორ დააყენეს გენდერული თანასწორობის პრინციპები, ქალებისთვის განათლების მიცემის მნიშვნელობა, ტოლერანტობაზე და მრავალფეროვნებაზე.
  3. აქტივობა: გამოვიყენე ვიდეო ,,თანასწორობა და დისკრიმინაცია“.
  4. აქტივობა: უბნის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი მოსწავლეებს ესაუბრა, თუ როგორია სტატისტიკა ქვეყანაში და კონკრეტულად ჩვენს თემში გენდერული თანასწორობის პრობლემების და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების, როგორ აისახება ოჯახური ძალადობა ბავშვებზე, რა ღონისძიებები ტარდება ძალადობის და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.
  5. დისკუსია: რატომაა ჩვენთვის თანასწორობის პრინციპების დაცვა?








                                           
                                                 

                                           






                    

Комментариев нет:

Отправить комментарий