თარიღი: 16.09.2023 წ.
შეხვედრა: 1
შეხვედრაზე მოსწავლეთა რაოდენობა: 16 მოსწავლე, 4-გოგონა, 12-ვაჟი
განსახილველი თემა: სკოლის შინაგანაწესის გაცნობა. საუბარი პირადი ჰიგიენის შესახებ, სასკოლო ოთახის სისუფთავე, სასკოლო ინვენტარის და ავეჯის მოვლა- გაფრთხილების შესახებ.
მიზანი:მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება სკოლის შინაგანაწესის შესრულების, სკოლის მართვაში მონაწილეობა, პირადი ჰიგიენის დაცვა, საკლასო ოთახის ჰიგიენა და სკოლის ტერიტორიაზე ზრუნვა.
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები გაეცნობიან სკოლის შინაგანაწესს, ჩაერთვებიან როგორ გავხადოთ სკოლა უსაფრთხო, ისწავლიან პირადი ნივთების ჰიგიენის დაცვის აუცილებლობას, სასკოლო ინვენტარის გაფრთხილების აუცილებლობას.
მიღებული გადაწყვეტილება: მოსწავლეებმა გამოხატეს თავიანთი აზრი ჩაცმულობის შესახებ და გადაწყვიტეს- არ ჩაიცვან სკოლაში შეუფერებელი, გამომწვევი სამოსი, აზრი გამოთქვეს და გადაწყვიტეს, იზრუნებენ პირად ჰიგიენაზე, იზრუნებენ სახელმძღვანელოების და სასკოლო ინვენტარის დაცვაზე. სკოლის ტერიტორიაზე, დერეფანში, საპირფარეშოსა და საკლასო ოთახებში დაიცავენ წესრიგს.
Комментариев нет:
Отправить комментарий