თარიღი: 16.11.2022წ.
კლასი: VII
მოსწავლეთა რაოდენობა: 16
განსახილველი თემა: ,,ჩვენ ტოლერანტები ვართ"
მიზანი: მოსწავლეები ისაუბრებენ სულიერ განსხვავებაზე, ურთიერთპატივისცემაზე, მეგობრობაზე, მიმტევებლობასა და შემწყნარებლობაზე. აიმაღლებენ ცნობიერებას თუ რა არის საზოგადოებისთვის მისაღები და რა არა. ჩამოუყალიბდებათ სწორი დამოკიდებულება.რაც ხელს შეუწყობს ნასწავლი მასალის გამოყენებას, კვლევითი და კრიტიკული უნარების განვითარებას და დემკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას.
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები აიმაღლებენ ცოდნას და ცნობიერებას ტოლერანტობის შესახებ და ჩამოყალიბდებიან საზოგადოებისათვის სასარგებლო ჩვევებით.
შეხვედრის მიმდინარეობა:
- VII კლასის
მოსწავლეები გაიყვნენ 2 ჯგუფად:
I-მა
ჯგუფმა წარმოადგინა მრავალეროვანი და
მრავალრელიგიური ქართლი-რა
მეტყველებს ქართლის მოსახლეობის ტოლერანტობაზე?
მოსწავლეებმა ,,ჩვენი საქართველო“-დან
პასუხები გასცეს კითხვებს :
რატომაა ქართლი
მრავალეროვანი?
რა ვიცით საქართველოში
მცხოვრები ებრაელების შესახებ? 26 საუკუნე როგორ გრძნობენ თავს საქართველოში?
ასირიელების რელიგიური
და კულტურული ინდივიდუალიზმი ქართლში?
ოსების და ქართველების კეთილგანწყობილი
თანაცხოვრების შესახებ.
სომხები და
აზერბაიჯანელები-ეთნიკური უმცირესობა, თუ სრულუფლებიანი თანასწორობა.
II-ჯგუფი-სამცხე-ჯავახეთის
მოსახლეობის მრავალფეროვნება.
რაბათი-ტოლერანტობის
სახე.
დისკუსია: რა არის
ტოლერანტობა და რატომაა ღირებული ჩვენთვის?
მოსწავლეებმა აგრეთვე
წარმმოადგინეს ნახატები და პოსტერები ტოლერანტობაზე.
- VII კლასის
მოსწავლეებმა იმსჯელეს თუ რა არის ტოლერანტობა, როგორ უნდა ვითანამშრომლო
ჩვენს თემში მცხოვრებ განსხვავებული შეხედულებების, შესაძლებლობების,
წარმოშობისადამიანებთან.
რას ნიშნავს
მრავალფეროვანი გარემო?
რა დადებითი და
უარყოფითი გავლენა აქვს კულტურულ, ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას ქვეყნის
განვითარებაზე?
რა გავლენას ახდენს
ადამიანთა თანაცხოვრებაზე საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა სტერეოტიპი?
აგრეთვე წარმოადგინეს
ესსეები და ნახატები.
- VII კლასის
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ესსეები, პოსტერები, ნახატები.
კედლის გაზეთის
შექმნაში სამივე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
ვაჩვენე
ვიდეო-,,სამოქალაქო განათლება ყველასათვის“ თანასწორობა და ტოლერანტობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий