დამრიგებლის კლასთან შეხვედრის ჩანაწერი N2
თარიღი: 21.10.2022წ.
კლასი: VII კლ.
შეხვედრაზე მოსწავლეთა რაოდენობა: 16
განსახილველი თემა: ,,ჩვენი საკლასო პარლამენტი"
მიზანი:მოსწავლეები თვითონ მოიფიქრებენ საკლასო წესებს, იმსჯელებენ, გაანალიზებენ, გამოთქვავენ საკუთარ აზრებს. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ თავისუფალი აზროვნების, კრიტიკული მსჯელობის, პასუხისმგებლობის, სხვისი აზრის პატივისცემის, თანამშრომლობის უნარები.
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები თავიანთ შედგენილ კანონებს თვითონ შეასრულებენ პასუხისმგებლობით.
შეხვედრის შედეგი: მოსწავლეებმა თითოეულმა თვითონ დაასახელა მოსწავლის ქცევის წესი:მოსწავლე სკოლაში უნდა გამოცხადდეს დაგვიანების გარეშე, არ შეიძლება გაპარვა, საჭიროების შემთხვევაში, ავადმყოფობის გამო, ოჯახური პირობების გამო მშობელმა უნდა აცნობოს დამრიგებელს გაცდენის მიზეზი, მოსწავლე ვალდებულია დაიცვას სასკოლო ინვენტარი დაზიანებისაგან, გაუფრთხილდეს წიგნებს, ატაროს სასკოლო ჩანტა, სასკოლო ნივთებით, პატივი სცეს თანაკლასელებს, მასწავლებლებს, იზრუნოს ძალადობის და ბულინგის აღმოსაფხვრელად და სხვ. მოსწავლეებმა თავიანთი აზრები დააფიქსირეს დაფაზე, შეაჯამეს, დააჯგუფეს და ჩამოაყალიბეს თავიანთი კანონთა კრებული, შექმნეს პოსტერები, ნახატები და გამოფინეს საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილზე.
მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაციები კანონის მნიშვნელობის შესახებ. გაავლეს პარალელები საკლასო პარლამენტსა და სახელმწიფო პარლამენტს შორის.
დამატებითი ცნობები: ,,საკლასო პარლამენტზე" მუშაობის მასალები ნაწილი გამოიფინა საკლასო ოთახში, ნაწილი ინახება საკლასო ფაილში.
Комментариев нет:
Отправить комментарий